ნაყაჩაღარი არაგვთან


ნაყაჩაღარი არაგვთან
თვალი ვერ წვდება მიღმიეთს,
მთელი ხმელეთი მედავა
ჩემს სულში ლექსი იტირებს.
შეიტყორცნება ცა-ხმელი
ფეხქვეშ მედება მდინარე,
არაგვი მითრევს წყალს ქვევით
სულში ლექსები მრისხანებს.
ზეცასთან ნააბრაგალი
თვალი ვერ წვდება მიღმიეთს.
ჩამითრევს მღვრიე არაგვი
ჩემს სულში ლექსი იტირებს.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი