მე მეშლება თუ ვეშლები თვითონ?!
მე მეშლება თუ ვეშლები თვითონ?! დღეს ღამის ფსკერზე ცეცხლი ანთია მე მეჩვენება ვარსკვლავის სილბო თუ ურბილესი ყუნწზე ვანთივარ. დღეს კაკალივით უტეხი არ ვარ მკერდში გამიჩნდა ეგზომ სირბილე ხომ ჯანმრთელად ხარ? - მე გეტყვი არას და შენი კითხვა გზებზე იწივლებს. მე გამაყრუებს ძახილი შენი და მგალობელი ქარების ქორო ხედავ ამ ქარებს სიმღერა შვენით და ვემსგავსები ვით ციხეს ქოროღლს, წუთით სიმაგრე გამიჩნდა მკერდში ახლა ვარსკვლავი მაგონებს კაკალს მე მეშლება თუ ვეშლები თვითონ?! ალბათ ვტყუივარ საკუთარ თავთან. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი