გადამიარეთ ბორბლებით გულზე


როდესაც შუქი ეფრქვევა მიწას
და მერცხლის ფრთებით სამყაროს ვუმზერ
თქვენი ლანდები ჩემს ფიქრებს წეწავს―
გადამიარეთ ბორბლებით გულზე.
გჯერათ ოდესმე სულსაც დამიხევთ
კვალში მომყვება ავი ნამქერი
ასე გროვდება ირგვლივ თავხედი
თოვლად ქცეული თქვენი ლანდები.
ის საოცრება ჩემი და ჩემი
დამელოდება სამყაროს იქით
ახლა ამდაგვარ ყოფას ვეჩვევი
და კვიმატ ფიქრებს გამოვცლი ჭიქით.
და როცა თქვენი მეხვევა ლანდი
მე დანისპირზე სიარულს ვიწყებ
და რაც ვიცხოვრე იქნებ არ ვგავდი
ჩემს თავს და მინდა ღრუბელთან მივწვე.
შენ საით მიქრი თეთრო ღრუბელო
შენკენ მოსავალ ქარის ხმას ვუსმენ
მიხშობენ სმენას, ლანდი წურბელობს―
გადამიარეთ ბორბლებით გულზე.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი