მიწის სისხლიდან ამოვიზარდე
მიწის სისხლიდან ამოვიზარდე ბალახის გულში ვრგავდი ნაბიჯებს უფსკრულეთივით ზეცის სიშავეს ომით დასვრილი ეცვა გალიფე. თვალში ნარქენი მცემდა ისარი მიბრმავდებოდა თვალებში აწმყო და მომყვებოდა უკან ფარფატით მაძახურა, ვინც ჩემს გულში სახლობს. სისხლი აჭკნობდა დაკოდილ თავსაც ვფიქრობდი რასაც იფიქრებს არვე აცხოველებდნენ გულს სისხლით ნაზარდს ჩემს ნაბიჯებსაც ბალახში რგავდნენ. ვსდევდი პეპლებს და მსდევდა პეპელა ვიმორჩილებდი თანდათან აწმყოს მომავლის ნათლის ისე მეჯერა როგორც შუქურა სიბნელეს აპობს. შაოსან ღრუბლებს, სიშავეს ზეცის სინათლისფერად ვაფერადებდი სულ სხვას ფიქრობდა წყეული ბედი და მიქრებოდნენ საესავები. ვატკბობდი სიმწრით, ვგალობდი სიმწრით ვკარგავდი სიტკბოს სიმწარეშეზრდილ ხმა მიმიგავდა ჭუკების წივწივს თავი აზავთულ მდინარეს შეხლილს. მიწის სისხლიდან ამოვიზარდე გავაკებული ყოფის სიშორით და მაძახურა მირქენდა თვალზე ბავშვობა გავლილ ჩვეულ შიშმოვლით. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი