მე გივიწყებდი ძალიან გვიან
მე გივიწყებდი ძალიან გვიან მე გიხსენებდი ძალიან მალე ჩემს წინ კი ახლა მუქი ღამეა მარტოობაა და სივალალე. რაღას მომიტანს თუნდაც ზამთარი ან ცივი ქარი საით უბერავს? როგორც უმწეო ჩიტის ფართხალი ხვალინდელი დღე ჩემს გულს ისე კლავს. ხან ხარ, ხან არ ხარ მახსოვრობაში მახსოვრობასაც ხან ემძიმები ჯერ კი მტკიცეა ქარის ქროლაში ჩემი აბჯარი და ჯებირები. საით საათო, სად მიგეჩქარის დრო ასე სწრაფი როდის ყოფილა? როდის ყოფილა კაცი ჯაბანი შენს სწრაფ თოკებში არ გაკოჭილა. ჩემს წინ ყოველთვის დილა მშვიდია ღამე იქნება უთუოდ ავზნე და ჩემს ოთახში ისე მიდიან წუთები, ვფიქრობ რაკეტას დავსდევ. მე გივიწყებდი ძალიან გვიან როგორც წარსულში ჩადენილ ცოდვას მე გიხსენებდი მალე ძალიან და ძვლებს ვიმტვრევ და მუხლებით ვხოხავ. დროის შეგრძნების დამტვრეულ ყოფით ივსება გული, ვით წყლით ნაპირი ნაპირზე სადაც მძვინვარებს ომი თვითმკვლელობაა და ჰარაკირი. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი