ახლა დავუცდი სხვა მატარებელს


ახლა დავუცდი სხვა მატარებელს
შენს გულს მოვმართავ ისევ სადგურად
როს ავაკვნესებ შენს გულის სიმებს
გაგახსენდება შენი დაბდურა.
ახლა ძველი დრო დაგვიწყებია
შენ არ გახსოვარ ძველებურ ალბათ,
შუაღამეზე რიდით ქრებიან
გრძნობები, როგორც ყინული გალღვა.
ისევ დავუცდი სხვა განთიადებს
ქუჩებს უბეში აღარ ვუჩანვარ,
შენს გულში უცებ თუ გავიზარდე
გაგახსენდება შენი უქნარა.
ამ გრძელ დღეებსაც დააწყდა ნერვი
ნათელი შუქის აღარა ახლავს
თუ დავწერ შენთვის, ვით ჟიულ ვერნი
გაგახსენდება შენი ღვთის გლახა.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი