მიყვარდა ნუშის კვირტების სკდომა
მიყვარდა ნუშის კვირტების სკდომა შხაპუნა წვიმა მზიან აპრილის რა შეედრება ყმაწვილურ გოგმანს როდესაც ჟრჟოლა ტანში დაივლის. ისევ ვწარსულობ იმ დროს ხსენებით კათხას ვალაგებ სტრიქონებივით ზეცას მივადე თითქოს ხელები ოჰ, ძველო დროო! ვფითრობ შველივით. საოცრება ხარ, ყელს გავიგრილებ და მზიან ველზე გავირონინებ თავბრუს დამახვევს ისევ სიფითრე სიცელქეს ვაქსოვ ახალ ოინებს. გავხედავ ზეცას წყნარად მორკალულს ნათელს მაწვეთებს სულში. ბრიალა ცეცხლი მწვავს გულს და მავიწყებს რაც მძულს მჩუქნის ხალისს და მირჩენს იარას. სულ ერთიანად ვმაღლდები მაშინ სულ ერთიანად სიცელქე მიპყრობს უკვე მოდურად შესული ხანში ვარ იგივე და მინდა რომ ვიყო. მიყვარდა ღამე ვარსკვლავთვალება ბრინჯაოს ნამცეცს მახლიდა წვიმა სახეში მცემდა მისი ხატება და მე მგონია რომ დღესაც იქ ვარ, სადაც იწყება ბავშვობა ჩემი, იავნანური ღუღუნი, მტრედის ხმასავით ტკბილი, ბედიც დამჩემდეს მინდა მქონდეს და ის იყოს ჩემი. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი