სამოსახლოა ჩემი კორომი


სამოსახლოა ჩემი კორომი
და ნაძვნარების ხშირი ნათება
მილეულ ცაზე ნახე როგორ კრთის -
ეს მოციაგე სხივი დაგელავს.
მე მეზმანება მწვანე ჭადარი
და შენი ხელის ნაზი შეხება
რად არ გაისმის მთების ზანზარი
რომ შეაკავეს შენმა ხელებმა.
ნამივით დაგდის თვალზე ცრემლები
ლოყა სველდება, როგორც მინდორი.
სხივები, როგორც ღამის პეპლები
მოგძებნის, სადმე ტევრში გიპოვნის.
მაშინ გიამბობს თავგადასავალს
ჩემს და ვინ იცის მოგიფოფინებს,
მე წუთისოფლის უკვე აღარ ვარ
და ვუერთდები ცაში ბოინებს.
მე შენი თოფის მინდა გასროლა
იქნებ დამაფრთხო, მომწყვიტო ზეცას
იქნებ კორომის ლამაზ სახსოვრად
მწვანე ჭადრებში მინდა დაცემა.
შეუვალია ჩემი ფიქრები
შენი ადგილი ისევ შორს არი,
ცას მოლასლასე, როგორც ფრინველი
შენი სიჩუმით ისე მომკალი.
არც რისხვა მეხის, არც ცის გნიასი
რად არ გაისმის მგრგვინავ ჭურვივით
მე ჩამოგძახი ყორნის სიავით
და პასუხია შენი - დუმილი.
სამოსახლოა ჩემი კორომი
რამაც მომწყვიტა, მომწყვიტა რასაც
მოშურნემ ჩემმან ვინამც ბოლომდის
ეს ჩემი სული ბანკივით ძარცვა,
არ დამიტოვა ნაგლეჯი ფოთლის
მოსაფონებლად მალამოსავით
მევლება ისე მწუხარე ორთქლი
ღვთის გავხდი მგმობი, არა მმოსავი.
თუ შემაციებს ყინვა ქარიშხლის
როს დაუბერავს ჩემს გასათელად
შენმა ქუხილმა დამკრას მახვილი
შენთან კორომში გამომაღვიძა.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი