ლექსო შემინახე სიჭაბუკე
ლექსო შემინახე სიჭაბუკე გულში ქარიშხალი აგიზგიზე დროში გალეული სიჩაუქე სერზე შემომდგარი შორით მიმზერს, ლექსო დამასიზმრე სიყმაწვილე ცეცხლი ამოუშვი ფილტვებიდან სუნთქვას მტაცებლები ინაწილებს გული გაუგმირე არტემიდა. სევდა დამეუფლა, სიხარული მთებში გახიზნული ჩუმად ოხრავს მზეო მომანიჭე სიხალისე ხეზე ჩამომჭკნარი ჩემი გული მოჩანს. ასაკი მაბერებს, ვგავარ მტვრიან ოთახს, შავ ძონძებში მოარული დროსგან დატუქსული წლები რბიან, ნაკუწ-ნაკუწ დაფლეთილი გული თითქოს ცას შეერთდა დამტვერილი სადაც ჭილყვავები ტბისპირ ფრენენ ისევ დამაბრუნე, აწ დევნილი ლექსო დიდი ქარიშხლების შემდეგ. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი