უსათაუროები


* * *
შენ ჩემს საფლავზე ვარდი დააწყე,
რომ არ ახადოს ქარმა სარქველი.

* * *
გულის უბიდან გამიფრინდები
როცა მერცხალი გალობას იტყვის.

* * *
ოკეანეზე ვრცელი ხარ მაგრამ
ამ გულზე ცოტა.

* * *
ლილიფარები შენს გულში ჩავრგე
ერთი ზამთარიც მოგპარე უცებ.

* * *
ჩვენს სიყვარულზე მეტად მახარებს
შენი მუცელი ბურთივით მრგვალი.

* * *
შენც მიმატოვებ გაზაფხულამდე
რადგან ამინდმა მოწყენა იცის.

* * *
რა უნდა მითხრა როცა გადახმა
იები მე რომ გაჩუქე წუხელ.

* * *
ვიცი მოირბენ მთელ დედამიწას
გულს მაგრამ როგორ უნდა გაექცე.

* * *
ნისლი თვალებში თუ ჩაგიდგება
ყოვლისმომცველად მიყვარხარ მაშინ.

* * *
და მაინც როდის ამბობ სიმართლეს
გაცნობის ჟამიც არ გახსოვს ჩვენი.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი