ჭკნობას რომ იწყებს ატმისხესავით


ჭკნობას რომ იწყებს ატმისხესავით
გული, თუ გახსოვს რამ დააბერა
არ ხარ ჯეელი, თითქოს გეძახის
რომ დაყოფილა გული საკნებად.
და თავს გიხრიან თითქოს დარცხვენით
წაბლისფერი და მუქი ყაყაჩო
არეულია შენში ფერები
გარდაცვალებას შენსას დარაჯობ.
მთვარე გამგელდა, აღარც თენდება
აღარც ცისკარი ჯდება ღონეში
მილეული და მოკლეფეხება
დღეები მწარე ნაღველს მოდენის.
და ერთადერთი მესაიდუმლე
და მოსაუბრე შენი გულია,
სიცოცხლის ძაფი ვიდრე გიმუხთლებს
ვიდრე ცა გათბობს და მზე გწყურია.
თუმცა გღალატობს ეს იმედები
თუმცა ატმის ხე შენი გულია
ვიდრე მიწიდან აირეკლები
ფიქრები ამო წუთებს გჩუქნიან.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი