მზერას მოუკლავს კაცის ფიქრები
მზერას მოუკლავს კაცის ფიქრები და ჩალასავით ნედლდება დილა ოხშივარივით ასდის სურნელი გულში ნერგივით დამყნობილ სიზმარს. განთიადის წილ მოვლენ ხილვები ფიქრებს დეზებით შემოხაზავენ მზერას გესვრიან თავგამეტებით და ზღვარს ყოველგვარს ისევ გადავლენ. და დაიწყება წამება სულის და დამთავრდება ტკბილი ფიქრები მოვა ჩვენება მეტადაც ურცხვი ნგრევით ფიქრების, სიზმრების მოშლით. გატყდება ფიქრი შუაღამემდე ქმედება ავი დილას გადავა ისევ ხილვები მოქსოვს სინედლეს და მიგირთმევენ როგორც სალაფავს. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი