მოწყალებაში ჩაიძირები


მოწყალებაში ჩაიძირები
გამოწვდილ ხელს ხომ არ ახსოვს სითბო
ერთი კეთილის გლოცავს თვალები
ასი მოშურნე სიბნელეს გიქსოვს.
მაშ რაღას ელი მოწყალეობას
ბედმა ყრუ კედელს რომ აგაყუდა
შენი ხელები რაღას ელოდა
ღმერთი მოგცემდა განა სახურავს?
რა დარჩა ძარცვა და ყაჩაღობა,
არა შენ არ გსურს ავის კეთება
მაგრამ ეშმაკი გადაგეღობა
და ვეღარ არჩევ სად გიბნელდება.
ღიაა ზეცა ათასჯერ ფართო
შენ არ გეხურა ერთი აგური
რაღაცას იღებ, რაღაცას დარდობ
და შენი ფიქრი ეშმაკს გაურბის.
ჯერ არ შემცდარხარ კეთილო კაცო
თანაგრძნობაში ეძებ თავდახსნას
ბავშვობის ხანას, რომ დარგე მარტო
ის ერთი ნერგიც შენში გადახმა.
მაინც და მაგრამ იმედით ცოცხლობ
მაგრამ და მაინც ბედს არ ემონვი
უფლის იმედით ივსები, ხოლო
სულში გიწივის ავი დემონი.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი