ჩამოდის ღამე მთვლემარე ნისლით
ჩამოდის ღამე მთვლემარე ნისლით და სხვანაირად ეჩვევა თვალი ნებდება ერთურთს ზღვასავით თბილი ქალი და კაცი, კაცი და ქალი. ზღვას ათოვს ნისლი, ტკივილებს ფარავს ნეტარებს ღამე, როგორც ქალ-ვაჟი ნაპირს ამშვენებს ყვითელი ზაფრა კაცს ფარავს ჩრდილი მისი საყვარლის. ღამე მოუხმობს წვრილ-წვრილ ვარსკვლავებს მეტყველებს თითქოს ის რადიოა ციხესიმაგრეს იშენებს ღამე ძირს გადაშლილი სანაპიროა. თვალი ვერ ძღება გიჟური ხილვით ბუზი ზის ცხენზე, ვით მათრობელა ახლა ყველაფერს ეჩვევა თვალი გაგიჟებს ღამე, როგორც ობობა, ნასკვავს ვარსკვლავებს და მთვარეს ქსელავს სხეულს მოსტაცოს ეს სული ლამის ასე ლამაზად ეს ღამე მე მკლავს ასე მაგიჟებს კაცი და ქალი. სანაპიროზე ღადარი იწვის და სხვანაირად ეჩვევა თვალი ნებდება ერთურთს ზღვასავით თბილი ქალი და კაცი, კაცი და ქალი. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი