წავა სიცოცხლე ფეხაუდგმელი
წავა სიცოცხლე ფეხაუდგმელი წავა და მოვა გარდაცვალება ახლა ტკივილზე წერას ვუნდები არ ვიცი როსღა თუ დამთავრდება. გადაივლიან შავი ღრუბლები და გამოჩნდება ცა მშვენიერი მე კი ტკივილზე წერას ვუნდები გასავათებულ კაცის იერით. ყამირი მიწა თავქვე დამიდევს დავძრწი ველებზე, როგორც სავათი შენ რას გაუგებ ამ ჭრელ ამინდებს არც თქმა იციან, არც მასლაათი. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი