მე წავედი თუ ღმერთმა დამტოვა


მე წავედი თუ ღმერთმა დამტოვა
ჩემში არ ზიან ჰაუბიცები
გულიც არ ქუხს და ისევ მარტო ვარ
გული ფეთქდა და აუგს ვისმენდი,
მეალერსება ნიავი ტერფზე
ფეხის თითებით უკრავს პიანოს
ტერფში აგროვებ გაფანტულ ეჭვებს
ჩემი დუმილის თანაზიარო.
ვერ შევიგრძენი შენი დაკრული
ვერც ქარმა გულზე გადამიარა
ჰაუბიცებიც არა არ ზუის
აუგს ვისმენდი, ლოცვებს კი არა.
გაუტაცნია მთვარე შიმშერებს.
ჩამოარიგებს ხეებს სანთლებად,
მზე მთის მწვერვალზე ბუდეს იშენებს
ცა და ხმელეთი, გულიც ნათდება.
აჰა, დაიძრა ჰაუბიცებიც
გულიც ზარივით ისევ ხმაურობს
გული ქუხდა და აუგს ვისმენდი
სიმღერით დამწველ, მეყმე აშუღო.
გული ამღერე ჩემო მესტვირე
მე წავედი თუ ღმერთმა დამტოვა
ამ სიმარტოვეს რიონს შევჩივლებ
გავგრილდები და ბარად ჩამოვალ.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი