მტევნის ფოთოლის ქროლას ვიხსენებ
მტევნის ფოთოლის ქროლას ვიხსენებ რთველში მატკბობდა შრომა კეთილი და სიმარტოვეს ვებრძვი ისევე ქვაზე დარჩენილ ლერწმის ღერივით სად გაიქროლა მტკვარზე ფიქრებმა თითქოს ნაომარ ვაზივით ამსხლეს გული მტკვარივით თითქოს მიღელავს როცა ეჭვები დამაყრის ნამქერს. ისევ უდაბნო ქვიშებს მომაყრის რაც შერჩენია ცხოვრების ბოლოს წავიჩოქებ და როგორც მაყარი ნისლიან ქვიშას მივყვები მხოლოდ. თითქოს ცხოვრება ტკივილზე გაყვეს დავრჩი ობოლი კენტად ნაშთივით გამომაფხიზლებს შემკრთალი ღამე სიღარიბეშიც ვხდები ღარიბი. ისევ ვიხსენებ ქროლას ფოთოლის როგორ ეშვება ხავსიან ქვაზე იმგვარად რჩება როგორც ობოლი მე ვარ ნისლიან უწყინარ ღამეს. 2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი