შენ რას წაიღებ ქარების იქით


შენ რას წაიღებ ქარების იქით
მზისგან შობილო ტორეადორო.
გსურდა, ვერ დათმე შენი ბილიკი
ეს ხენეში და უნდო სამყარო.
დრო იქერცლება, კვლავაც ავადობს
შხამთადენისგან ცოცხლობს, ივსება.
გული დაიხშე, გული საბრალო
არ მიაკარო სხვისგან კირთება.
სული თუ შეგრჩა ქარების იქით
თუ არ აგევსო მანძილი ეკლით,
გაივლი, მაშინ ბოროტის ქირქილს
ჩაახშობს ტყე და დაფარავს ძეძვი.
გიბორკავს გზას და გზარავს მაცილი
თითქოს ლახვარი მთებმა შემართეს.
მაგრამ მოისმენ ტყეების ციმციმს
რასაც თვალები ვეღარ ხედავდნენ.
მიაყურადებ ტყეების სუნთქვას
შეიგრძნობ ჰავას მადლიან დილის
რასაც მაცილი ბოროტად სუსხავს
ქარი ფანტავს და წვიმა დასტირის.
შენ რა წაგყვება ტორეადორო
ომებისა და ქარების იქით.
აღივსე, მხრებით ზიდე სამყარო,
იზარდე ტყით და ბუნების სიბრძნით,
ახლა კი დგახარ შემართულ რიხით
ეს გამოხედვა აფრთხობს მაცილებს
ახლა მოისმენ წყაროთა ლიკლიკს
და ვარსკვლავები ფარდაგს დაგიგებს.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი