მე უხმაუროდ გავყვები ქვიშას


მე უხმაუროდ გავყვები ქვიშას
სად მომიყელებს მწირი ადგილი.
გასკდება ნაღმი სიცოცხლის მიღმა
ვარ მოჩვენება, არ ვარ ნამდვილი
და იმ ადგილზე ეკლის ქარები
მე გამომაცლის სანატრელ ქვიშას
თუ სამარის კარს ფორთხით ავყევი
თუ მივაღწიე სანატრელ მიზანს?!
არა, არ მოვა დღე ხვალინდელი
დღე ხვალინდელი მტვერია მხოლოდ
ქვიშაში ნაცრად მე ავირევი
ავი სულები დამაყრის ხორხოცს.
ქვიშაზე მწყობრად გაირბენს სხივი
დაიწერება ცხოვრების საგა
მწირი ადგილი მიყელებს მზისით
ვგავარ აღრეულ, უფორმო ანბანს.
თხრობას დააწვიმს დელგმა და თქეში
გაიფანტება ამბავი ცაში
ღამეა შავი, დილაა მრეში
და ქვიშა მალავს სიწრფელეს ნამდვილს.
ჰანგი ციური ვეღარ ჩამესმის
ამ უდაბნოში დუმილი მეფობს
ამ უსასოო მხარეს კაეშნის
მე ერთი შევრჩი, მე შევრჩი მხოლოდ.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი