ღამის ხილვები
ღამეს ყაჩაღის ქუდი ეხურა შიშის ძარღვებიც უფრო გადიდდა შიმშილსაც უფრო დაეღო ხახა. არაფრით სავსე იყო მაგიდა და ივსებოდა ისევ ახლიდან. მონანიების მღელვარე ფარდა ქარში გზავნიდა ლოცვებს მხურვალეს. იყო ვედრება, ამისა გარდა რომელი არის ჩვენზე უმაღლეს მისთვის, რომ გვეგრძნო სიცოცხლის განცდა. იყო ხმელეთი და საზარელი, ჰგავდა ურჩხულის სისხლიან კეფას. ჩვენ გულითადნი, ვით გილგამეში დავაგელვებდით სისხლიან მერანს და ჩვენ ვიყავით მისი წამლეკი. გმირობაც გაცვდა, როგორც ვედრება და სრულ განაჩენს მოველით ახლა ვით ჩალის ღერებს ცეცხლი გვედება და ჩაჭედებულ მიწაში ლახვარს ის პაწაწინა სხივიც ეცლება. კვლავ ვვარაუდობთ და ვაპობთ სიტყვებს ათას ნაწილად, ზემოდან ქვემოთ. ვინ ამბობს მართალს, ვინ იტყვის პირველს- ეს მსჯელობაა მხოლოდღა ღმერთო და დასასრული არ ვიცით თვით ჩვენ. ღამის მსახურად ვიქცევით ყველა ჩვენგან სისხლს ელის მიწის გულმკერდი,‒ ადრინდელ წამლეკ ნიაღვრად სეტყვას‒ რისთვის ეწამე კითხვა თუ ერჩის: “სიყვარულისთვის“ უბრალოდ გვეთქვას. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი