გაივლის დრო და გაწითლდებიან


გაივლის დრო და გაწითლდებიან 
ბროწეულები და შემოდგომის 
მკაცრი ხელები დაიჭერს ზამთარს
და არ იქნება შენთვის ზამთარი
ასი ნარგავი იკივლებს ერთად
და დაიწყებენ კვირტები გაშლას.

მოწყდება ცრემლი უკანასკნელი
ქუთუთოების დამწვარ კლავიშებს
და კლავიშებზე იბრწყინებს ნამი,
მერე წამწამებს ქარი შეარხევს
აფრიალდება იალქნებივით
და გადავარცხნის საღამოის მზე.

ლოყებზე ღიმი გაკრთება ნაზად
შეპარულ სევდას დააცხრობს ნამი,
წვიმა გადირბენს სახურავებზე
და ლოყის შემდეგ წამწამს დააწვიმს
და ეს იქნება გამოცხადება
ზეიმი ყოვლის მიწათ და ცათა.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი