თუ ჩემს ფიქრებში წაგიღებს ქარი
თუ ჩემს ფიქრებში წაგიღებს ქარი აღარ ვინაღვლი მაშინ სიშორეს მოხვალ ლამაზი, როგორც სიზმარი შუქს მიმოაფრქვევ ჩამქრალ მიმოზებს. გავიკვირტები როგორც ეს ვარდი რომელსაც ახლა ღრუბელი აწვიმს რადგან ბულბული მასაც შეხარის ჩამომეშლება გულიდან დარდი. ვიყო ვან გოგი ან სერვანტესი ან დავხატავდი, ან კალამს ვცდიდი ამხელა სევდას სად ჩავატევდი რომ არ მაცლიდეს ქარი აზიზი. ან მემუარის შემეძლოს წერა თუ დაიტევდა ალბათ ტკივილსაც ან საუცხოო ჰანგი მომესმას - სადღაც უჩემოდ ტკბილად იდინა. უკვე სიცივე არაქათს მაცლის უკვე ქარიც კი მზისა მტერია თუ გაგულისდა ფოთლებს დააცლის და ვარდებიც კი ატირდებიან. თუ ჩემს ფიქრებში წაგიღებს ქარი აღარ ვინაღვლი მაშინ სიშორეს მოხვალ ლამაზი, როგორც სიზმარი შუქს მიმოაფრქვევ ჩამქრალ მიმოზებს. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი