როგორ გათენდა, როგორ დაღამდა


როგორ გათენდა, როგორ დაღამდა
ამ დღენაკლული ფურცლის დაფასთან,
რა მიმქონდა და რა გადმომქონდა
ყოფნა-არყოფნის გზის შესაყართან,
ვფიქრობდი: როგორ მედავა ღმერთთან
რომ გამომესკვნა სწორი სარჩული
ქარი კი ფიქრის ნართავებს ხევდა
და შორს დამირჩა კვლავ გაზაფხული.
ვაქციე მხარი ათას ხვეულებს
ვაშენე ფიქრის ერთი ხვეული
მაგრამ გამექცა, ყოფნა ფურცელზე
დარჩა მტვერი და ჩამყაყებული.
როგორ გათენდა, როგორ დაღამდა
ამ დღენაკლული ფურცლის დაფასთან
ვფიქრობდი: ქარი ღრენდა საფლავთან
და რაც მოჰქონდა, იმას ფანტავდა.
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი