ისევ ტიციანის ვმღერი „რია-რიას“
მინდა მზემ დამწვას და წვიმამ გამანელოს მერე დაუბეროს ქარმა აშარივით როგორც ბავშვობაში ჩემო ამადეო ამ მთას ჩვენ ოდესღაც ერთად გადავივლით. დღეს არც ბავშვობა და ზარის წკრიალია და ჩვენ აღარა ვართ უკვე საქართველო ისევ ტიციანის ვმღერი „რია-რიას“ მინდა მზემ დამწვას და წვიმამ გამანელოს. ჩვენი ცისქვეშეთი უკვე მიწურია ჩვენს ოცნებებს გლეჯენ შავი ღამურები ახლა ამადეო მოვწყდეთ ცას მურიანს თორემ ცისქვეშეთში ერთად დავმუნჯდებით. გზა ეკლიანია და შამბიანია ჩემს გზას გამოყევი ჩემო ამადეო. ისევ ტიციანის ვმღერი „რია-რიას“ მინდა მზემ დამწვას და წვიმამ გამანელოს. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი