ჩურჩულს ვატან


ჩურჩულს ვატან შენთან შემოდგომის ბინდებს
მოზღვავებულ სიტყვებს გულში ჩუმად ვმალავ,
მეკითხები: ბნელა? მე გპასუხობ ისევ:
ლექსი არის მაგრამ - პოეზია არა!
თუ იტევს ფურცელი მინაწერებს ბრიყვულს,
იწერება უხვი - შემოტევა კმარა!
სიბნელეა მეტად, მზე ვერ ადნობს ყინულს
ლექსი არის მაგრამ - პოეზია არა!
ვიგერიებ „მწერებს“, ვეღარ ვამკობ ნაჯღაბნს,
ბინდში ნათელს ვეძებ და შენ გეძებ მარად,
მეკითხები ბნელა? ვამბობ: მზეც კი ჩაქრა
ლექსი არის მაგრამ - პოეზია არა!
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი