გლეხის გულივით მოლბა სამყარო


გლეხის გულივით მოლბა სამყარო
სავსეა მიწა მზითა და ხილით
რამდენი ლოცვა უნდა დავთვალო
რომ ცამდე ადის ღმერთთან ვაზივით.
წყალობამ თოვა კოკისპირულად
იხარა ყოვლის მნახველმა ტყემაც
ყოვლმა ერმა და ყოვლმა ტყიურმა
ამ სიჩუმეში იპოვა შვება.
დატკბა სამყარო ბულბულის ენით
ახლადამოყრილ ნერგს უყვარს სხივი,
შვენის გულებს და სიცოცხლეს შვენის
ღიმილივით რომ ყვავის აპრილი.
ინათა უკვე, უკვე განათდა
მავედრებელი სამყარო ღმერთის
მკერდში ათასად, ათიათასად
მოზღვავებულად გული ცემს ჩემი.
2021

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი