ინგრევა ზეცა - ჭრელი საყდრები
ინგრევა ზეცა - ჭრელი საყდრები ფერადოვანი თენდება დილა ცა ჩამოიტანს უხვად განფენილს ჭუჭყსა და გულში გასროლილ ტყვიას. ფეთდება ღამე გადამალული ყველაფერი კი თავის გზით მიდის მოცვივა ჟლეტა წუმპეასხმული და ქალაქების ჩამტყდარი ხიდი. ეცემა დაბლა შემოთენება ღამეს წურავენ სხივები დილის ქუჩებს ევლება მისი შეხება წამოქოჩრილი ელვარებს ფითრი. წამოტკივდება მეხის კივილი ზეცა ინგრევა ‒ საყდრები ჭრელი ცვივა ღვართქაფად ბუღი ივლისის ცეცხლში გაბმული ტყვიების ჯერით. ტყეში ეკალი იყუჩებს ტკივილს საბრალო არის ყოველი ბუჩქი გაისმის სროლა დილის მეხივით ყოველ გამვლელის მგზნებარე გულში. გაუდის ბოლო დუმილს ღამეში ცის ანაჭრები ზეციდან ცვივა და ჭრელ საყდრებში მახვილს ალესილს ეხამუშება ქარქაშში ცივად. სხარტი ბუღია ყოველის გულში სხვანაირია სხივები დილის წელმოწყვეტილი სადღაც თვლემს ქუფრი ყველაფერი კი თავის გზით მიდის. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი