ჰგავხარ ღამეს და ღამის ნათურებს
ჰგავხარ ღამეს და ღამის ნათურებს ეცეკვებიან პეპლები შეხლით რეტი გესხმება სიტყვაკაზმულზე და რაც გინდოდა ვერა და ვერ თქვი. და დაიშალე სიტყვის ნანგრევში კენჭი ესროლე შენსავ ბედ-იღბალს გული დაცემულ, მიწას ჩაფრენილ გადაბრუნებულ ურემს მიგიგავს. ვინ მოგელოდა ან რას ელოდი რისთვის გაშალე შენი გზა-კვალი ვიწრო ბილიკით ხედავ მებოძირს იქ კაცი გდია თოკით დამხრჩვალი. არ მოინატრე შენი კერია გეზი აიღე სივრცეებისკენ სადაც კი გზები ერთურთს ერთვიან იქ გაგეხსნება ფიქრობ ბედი შენ. აჰა, დაიძრა მატარებელი და გაუყევი ბილიკს სისწრაფით ფიქრობ გაასწრებ, გიხმობს ქვესკნელი მოკლე ფეხები გრჩება სილაში. აბლაბუდები შემოგჩვევია და ვერ მიაღწევ ალბათ მიზნამდე და თუ ვერა და ესეც ბედია მატარებელი ისევ მიგაფრენს, ისევ ინთება ელნათურები - ეცეკვებიან პეპლები შეხლით გავიწყდებიან სიტყვა-უბნები და რაც გინდოდა ვერა და ვერ თქვი. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი