ბადრი შონიას
გული გქონია მაგარი და სალი კლდესავით იწვოდი მაგრამ, არ იწვოდა შენი სინდისი. მუდამ ივლიდი იმ სიწმინდით როგორც ვერავინ თუნდა გეცოცხლა, თუნდ გემზირა საუკუნისთვის. გტკიოდა მაგრამ, ვერ გატკინა ბედმა უგულომ შენ უფრო დიდ ტვირთს ეწეოდი შენი კაცობის გერგო ხსენება პოეტთაგან და საუკუნო, რადგან ზეცისკენ, შორს მიწისგან ფრენას ლამობდი. ჩვიდმეტი წლისაც ვერ გიხილა თვითონ სამყარომ ეს ჩვიდმეტია წელი ძმობის და ვაჟკაცობის, ტყუპისცალივით ალბათ ისე ვერვინ გაგათბობს მაგრამ ჩვენს შორის ახლობლურად დახვალ ნაცნობი. შენ შეგიყვარა ზეციურმა თვითონ განგებამ, რადგან დატოვე ეს სოფელი, წახველ შორეთით, შენი ნაშრომით გაიარე გულში სალხენად და მოიტოვე გზა ეკლისა-უდაბნოეთი. 2021 1) ბადრი შონია პოეტი - „17 წლისაც არ იყო: 1987 წლის 22 ოქტომბერს კომბინატის წყალგამაცხელებელი ქვაბი გასკდა და იქვე მდგომი ბადრი ორთქლით დაიწვა, აფეთქების შედეგად მეორე სართული მთლიანად ჩამოინგრა და ქვეშ მოიყოლა, დამწვრობას მრავლობითი მოტეხილობაც დაემატა. ჯანმრთელი, ჯანსაღი ბიჭის გვემული სხეული რამდენიმე საათს ებრძოდა სიკვდილს, მაგრამ ამაოდ. დაიბადა ტყუპისცალთან ერთად, რომელიც მეორე თუ მესამე დღეს სოხუმის სამშობიარო სახლიდან გაქრა.“
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი