დიდი სამამულო ომის დროს დაღუპული ახალგაზრდა პოეტების ხსოვნას
დავითი, ასლან, ნიკოლოზ და სევერიანი - წლებმა უდროოდ ჩაგიქროლეს და მიგატოვეს. სიჭაბუკეში ჩაინაცრა თქვენი სვიანი მომავალი და ჩვენი გული ნაღმით დატორეთ. სანდრო, გიორგი, ზაქარია, შალვა, ვაჟიკა - როგორ ვუსმინოთ როცა ისმის თქვენი დაღუპვა ვაითუ როგორ გაგიმეტათ მტერმა საჯიჯგნად მაგრამ თქვენს ხსოვნას შევინახავთ გულში სათუთად. კიდევ ვლადიმერ, მირზა, ლადო და ალექსანდრე - აღემატება მტრის ურდოებს ეს სახელები. ცამეტის გარდა იქნებ კიდევ დაეცა სადმე ის ახალგაზრდა და არ ვიცით განსასვენები. მაგრამ გვიბოძეს მომავალი მათმა სულებმა, ეს ხანძარია ჩაუქრობი, მუდამ გიზგიზებს გულში კოცონად, მათი ხსოვნის უკვდავსაყოფად რაც ჩვენს მომავალს შავისაგან გააყირმიზებს. 2021 P.S. დავით პატატიშვილი, ასლან ყოჩიაშვილი, ნიკოლოზ კოპალიანი, სევერიან ისიანი, სანდრო ჟღენტი, გიორგი ნაფეტვარიძე, ზაქრო დოლიაშვილი, შალვა იოსელიანი, ვაჟიკა ფხოველი, ვლადიმერ უბილავა, მირზა გელოვანი, ლადო ასათიანი, ალექსანდრე საჯაია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი