ბარათაშვილს
სივრცეს არ სერავს შენი მერანი რომ არწივივით იგრძნო ნავარდი. მხოლოდ უშრეტი, როგორც ბეგთარი ერთი ვარსკვლავი ობლად დაგნათის. სად გაგისროლა „სულმა ბოროტმა“ და მიგაკედლა რკინის ფრიალოს, სულშიც ფიფქებმა აღარ მოთოვა არც ბულბულები ტკბილად გიგალობს. იქნება გსურდა შენც სიყვარული ვისი თუ იცის შენმა გულის ხმამ ახლა კი შენს გულს ბნელით დაბურვილს მისი წარმოთქმა ეუკადრისა. შენ სოლომონმა სიბრძნე გასწავლა და შეალიე დოდაშვილს თავი. გრძნობდი საკუთარ ცოდნის აღმასვლას როცა გაგეღო უკვდავის კარი. შენ სამუდამოდ გულს ჩაეფესვე და მკერდში ბორგავ როგორც მერანი. არ შეურიგდი ბედს უკარებელს გაჩენის დღიდან აღსასრულამდი. ახლა გიხსენებ და მომაგონდი რა ფიქრი გდევდა ნეტავ ქარივით? შემოგჩვეოდა ტირილი ობლის და ვერც კვნესოდი ენადაღლილი. რა საწუხარი შენს გულს ალპობდა ვინ იცის გჩხვლეტდა ღრმად ეკალივით? მტკვრის პირას უცებ მწყურვალს აღმოხდა: ბარათაშვილის მერანმა იცის. ვისმა ვარსკვლავმა არ მიგატოვა როცა გეხვია ორომტრიალი? ამბობს მტკვრის პირას ხმა გასაოცრად: ეკატერინეს ცთომილი არის. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი