ღამის ჭერქვეშ ვაფახულებ თვალებს
ღამის ჭერქვეშ ვაფახულებ თვალებს. თუ სახურავს მალე ამხდის დილა მე დავიჭერ პეპლებს უფრო ნაზებს თუ დღე კიდევ უფრო გაიცისკრა. მე მოვიტან ძველთუძველეს სიბრძნეს გრიგალის წინ აღარ დავხრი მუხლებს, უფრო მწველი და ცხელი მზე ვიგრძენ, გამთანგავ ჩრდილს ფეხქვეშ დავიურვებ. გაიღვიძებს ჩემში შენი სახე ჩამოვიტან ვარსკვლავების კრებას, ჩემი ფიცი ხატად შეინახე გული კიდევ მოუმატებს ფეთქვას. გადავიყრი ჩამონაცრულ ფიქრებს და სახეში ვიგრძნობ ალმურს დილის თუ ნამქერი დილას გამიმუქებს ჩამოწვება მთიდან დაურვილი. ისევ შენი სისპეტაკე დამღლის ისევ შენი სურვილი და ნდომა, დღეს მორღვეულ აივნიან სახლის მელოდება კართან შემოდგომა. რა გიმღერო, რა ნაღველი ვშრიტო ანთებულხარ, კოცონივით ელავ, ცასავით კრთი, ჰქუხ და ხან ყირმიზობ გულიც კიდევ უფრო დაითენთა. მოგიძღვენი სალამი და სიტყვა დაუშრობი ვიდრე ზღვაა ვრცელი, თვალებიც კი უფრო დაინისლა მეურჩება ფეხქვეშ ბალახებიც. რა დამრჩა? (შენი შავი გული) ამ მზერადაკარგულ ფურცლების გარდა? ლექსებიც კი შენზე იურვიან დავალ მაგრამ, ვაი რომც ვერ დავალ. 2021
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი