მთვარე ქანაობს ცას დაკიდული


მთვარე ქანაობს ცას დაკიდული
ყრუ სავანეში ვუსმენ ბეთჰოვენს
და მოცარტივით ფიქრში გართული
ვგრძნობ სიცოცხლესაც გამოვეთხოვე.
როცა თოვლია, სითეთრე გარეთ
ფიფქების დგება კორიანტელი
და დაზაფრული კარს როცა ვაღებ
თმა მითეთრდება რძისფერ ფანტელით.
ახლა ღამეა და უკუნეთი
სამრეკლოებიც რეკავენ ზარებს.
გამახსენდება ბავშვობა, წყნეთი
სადაც ტაძრები სიჩუმეს არღვევს.
ახლა ცამეტი თებერვალია
მანძილი არის, შორი ტაძრამდე.
კუს ნაბიჯებით წლებიც გარბიან
და ველოდები ალბათ არაფერს.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი