მე მაინც ჩუმად, ყოველ ღამე ასე ვბერდები
ღამეც გავიდა შემოაცვდა სიცივეც ტანზე და ქვაფენილზე მარმარილოს ყრია სვეტები დათარეშობენ მზის სხივები ღია ნაპირზე მე მაინც ჩუმად, ყოველ ღამე ასე ვბერდები. ასე ილევა ღამის ბინდიც და კოშმარები მზის სიმხურვალე, თუ გაალღობს გაყინულ გულებს. მე ყოველ ღამე მიმღერიან დითირამბები და ასე ნაზად, ასე ტკბილად, რომ მიჩურჩულებს. დაილეწება ყველა სიტყვა, ყველა საგანი ბინდიც გავა და იტორტმანებს ქარში ვერხვები. ბობოქარ ღელვას ვერ გაუძლებს გული აშარი მე მაინც ჩუმად, ყოველ ღამე ასე ვბერდები. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი