ვნების საუფლოში
ვნების საუფლოში მთვარე მეგზურობდა ღამე გამითენდა, დილა ნამიანი აკვანს აქანავებს ჩუმი ნიავი და ქარი აზარხოშებს, ზეცას თაღიანი. ისე მიილია ღამის მთვლემარება ათრობს აზარფეშა, დილას ადრიანი, სისხამ უცნაური შუქი შემეპარა აშარს მიეკედლა ქალი თავშლიანი. სიტყვა ეულია, მწარე დანანებით ქარი აშრიალებს ფოთლებს სიმარტივით, წამში დაილექა ზღვები უნაპირო ისე უბრალოა ქართან შესიტყვებით. ღამე გამითენდა, მთვარემ უძილოთა ვეღარ შეიხორცა ღამის აჩრდილები, ვნების საუფლოში მთვარე მეგზურობდა ზღვების განაპირა ელავს არშიები. სახე გამქრალი და ისე უნდობარი ბილიკს გავუყევი ვნებით განფენილი, ზეცას მარტოობის თაღი ეხურა და მივხვდი რისთვისაც ვართ ქვეყნად გაჩენილი. 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი