ისე აირია მარტში ამინდები
ისე აირია მარტში ამინდები ისე გვიანია ახლა შემოდგომა, თვალებდახუჭული სარკმელს მივეყრდნობი გრძნობით გალეშილი კართან მელოდება. ამტვრევს მდარე ტორებს გრძნობამორეული ჩემში გაუცხოვდა ალბათ ტირანია, გული მიღელავს და ვაპობ ოაზისებს ჩემი სავარგული დღემდე მინატრია. ისე გაფერადდა ჩემში აჩრდილები თითქოს გვიანია ახლა შემოდგომა, სარკმელს მიყრდნობილი ლანდად ვეჭიდები ვერც კი გამიგია ისე შემოთოვა. წლები აირია, წლები აირია ალბათ დაღმართია ახლა ყველაფერი, გრძნობის საწნეხელი ბურანს შევატოვე ნუთუ სიზმარია ეს დღე წუხანდელი. ვეღარ გამიგია, ვეღარ გამიგია ალბათ სიზმარია ყველა სინამდვილე სიზმარს გავექეცი ღამის ოაზისში ჩემში შემოდგომა ვეღარ იყვავილებს, 2016
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი