დამსხვრეულია ყველა ნიჟარა


დამსხვრეულია ყველა ნიჟარა
ვერ მოერია ჭიდილს ქარებთან
და მონაბერი ქარი პალმებთან
მონუსხულივით ღამეს ათევდა.
კრთოდა ვარსკვლავი შორეულ ცისკრის
და ჩემი ლანდი, სევდის კარეტა
მელოდა, იყო ზამთარი ცივი
როგორც მოლბერტი, იდგა კარებთან.
მელოდა დიდხანს ქარიან ღამით
ქარმა დახია ყველა ფარაჯა,
იდგა კარებთან ჩემივე ლანდი
როგორც მოლბერტი და მზეს ხატავდა
და მაშინებდა ჩემივე ლანდის
ქარიან ღამით მუქი ჩრდილები,
თითქოს ჩემ ნაცვლად სხვა კაცი დადის
რომ მე არავის აღარ ვჭირდები.
რომ დღეს ქარია და უხიაგი
ქარი პალმებთან ათევდა ღამეს
მელოდა კართან ჩემივე ლანდი
როგორც ელიან შვილები მამებს.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი