კედარი


და ირხეოდა ტოტები წყალქვეშ
მოგაგონებდათ მზისფერ ფიანდაზს,
მღვრიე ორმოში ასობდა კლანჭებს
და აპკურებდა წვეთებს ნიადაგს.
მზე აცხუნებდა ალამოს ნაპირს
სხივებს აფენდა მდუმარე ტაფობს,
როცა ზამთარში ხეობებს მაშინ
უსაშინლესად აწვიმს და ათოვს,
მაშინ ივარცხნის ტოტებს კედარი
და გააბამენ თევზები ფერხულს,
თოვლის წასვლასაც ისე შეხარი
რომ სხივი მზისა მისწვდება თეთნულდს
და ირხეოდა ხელები როგორც,
წინ მიიწევ და ნაბიჯს დგამ უკან,
წყალს ამოევსო პეშვებით ორმოც
მზეში ალტობდა ნიადაგს უმალ.
აფერმკრთალებდა შავ-თეთრი ნისლი
ალმოდებული იწვოდა ზეცა,
და წყალთან ახლოს  ნაპირზე მისვლით
კედარი ტოტებს მიწამდე კეცდა.
2017

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი