ზღვის ტალღა
ტალღამ გამრიყა როგორც ზღვის კენჭი დავდნი ღუმელში როგორც ლითონი. მიორკეცდება ნასახი ეჭვის ყურს მიზანზარებს ბგერა მინორის. აწმყოს მომწყვიტა ნაცნობმა ტალღამ გადამისროლა წარსულის ფარსში, გული ყინულის ბზარებად გალღვა მიცემს, ვით ლოდი სისხლისგან დაცლილს. ღამის აკლდამა მექცა სახლისად სამარე მიწის სურნელით იწვის, ელვამ დაჰკრა და ორად გახლიჩა თავშესაფარის საძებრად ვიშვი. ხეტიალს ვიკლავ ოცნების ქონით ჩემთვის მარსივით მიუწვდომელი, ლღვება ოცნებაც ლოლოებივით კვლავ ხეტიალი ვეფხვივით მელის. ზღვის შტორმი მძირავს თითქოს გემივით ტალღა თოკივით ლამის ყელში მწვდეს, მომახრჩოს როგორც მისგან დევნილი შენდობას ვეტყვი როგორც აკვინელს. ვებრძვი სამარის უჩინარ ლანდებს როგორც ებრძოდა თორი გველეშაპს, თითქოს პატარა სვეტივით ვჩანდე გარს რომ ლითონის ბადე ეკვრება. ვფართხალებ როგორც თევზი მიწაზე გულში ელვარე შუქურა ქრება, მწარე ნაღველი დღესაც ვიკმარე და როგორც ტალღა მახრჩობს ამება. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი