ძვირფასო მადამ
ძვირფასო მადამ გტოვებთ, მშვიდობით ჩვენს ნაფეხურებს სხვები თელავენ. ჩვენ დავდიოდით სადაც კი ორნი შენ მდიდარი და მე კი მებაღე. ჟამმა გვიმუხთლა წესთა მრავალთა ახლა ჩვენს ფანჯრებს სხვები აღებენ, გიტოვებ წერილს ერთად კალამთან ჩვენ ერთად ყოფნა ვერ მოვახერხეთ. შენ სხვა გზით მიხვალ, სხვა დასალიერს მე კი დამფერფლავს ალბათ ქარები, ბევრი ტეკილა ერთად დავლიეთ და ვიღლებოდით ერთურთს ტარებით. მადამ მშვიდობით, ჩვენი ხვედრია ეს განშორება, გულისტკივილი, ჩვენი მუზები ალბათ გვყვედრიან ჩვენ სამდურავსაც მეტი ვინ იტყვის. გამოვიარეთ ქარტეხილები თოვლი და წვიმა, წვიმა და ქარი, ერთხელ არაყით გალეშილები მივუყვებოდით ჩვენს ქუჩებს კრძალვით. ჩვენც გვიცეკვია წვიმაში ტანგო ჩვენ სიყვარული ვიცოდით ფრთხილი, მე გთავაზობდი ნუშსა და მანგოს თავი მოგქონდა ნაწნავით შლილით. ახლა გშორდები მე ნაღვლიანად მიყვარდი რადგან უსპეტაკესად, იცოდეს ღმერთმა და მარიამმა შენი წუხილი ნაღველს მმატებდა. ვშორდები ეზოს, სახლს და ვენახებს ნაზად ვუვლიდი ბაღებს შეკიდულს, მე შენი სახლის ვიყავ მებაღე სასახლეებში იყავ შენ მდიდრულ. ახლა ამ წერილს გიტოვებ რადგან სიტყვები ახლა ძნელზე ძნელია, ეს შემოდგომა ქარიშხალს გავდა ახლა ვარდები შენ მოგელიან. ძვირფასო მადამ, გტოვებთ მშვიდობით ჩვენს ნაფეხურებს სხვები თელავენ, ჩვენ დავდიოდით ოდესღაც ორნი შენ მდიდარი და მე კი მებაღე. 2017
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი