ბეატრის


თოვლის ფიფქებად დაგიწყობ შენგან
ნაბოძებ გრძნობის, ნაკვესებს ცეცხლის,
ანთებულ ჭაღად გიძღვნი ოპერას
მანათობელად გეტრფი ბეატრის.
დუნე სიყვარულს თოკს ვაშველებდი
მოვჭიმე შენი სულის რვალები,
დაგისაკუთრე, მოვრთე ველები
ცეცხლის ციალის აკანკალებით.
ბეატრის გჩემობ, გულში მეგზნები
მთუთქავს და მახრჩობს შენი ალმური,
ავაბრიალე ვრცელი ზეგნები
და მივბანცალებ გზებზე ალურით.
განაბრაზები ქარი მომკივის
გამკრა მხარული ანათენთები,
ყოვლად უგულო, თუნდაც ორპირი
ქარით ნასროლი ყავარს ვეკვრები.
რადგან მალამოდ გიგრძენ ბეატრის
გულს ნაჯერებმა დავქანცე ქარი
და იგი ჩემად თავად მებრალვის
მე რადგან გრძნობის ვჩარხე ეს კარი.
ნუთუ ოცნება კვლავ გადაიწვა
ჩაინთქა მღვრიე ქვის ნაპრალებში
სადღაც ვარდის ქვეშ ვხედავ მაგიდას
და მისი ლანდი მიწვა თვალებში.
შენ დარჩი ასე ვარდი მფინარი
მე კი ლანდივით თვალებში ჩავქრი,
მიტოვებული ახლა ბეატრის
აღარც კი ვიცი საით იჩქარი.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი