გოდება


ლანდი მთვარის ლერწამივით მიბაჯბაჯებს,
იქანცება და მიდამო ყეფს ძაღლივით.
გოდებაა აჩრდილების იატაკქვეშ
შიგ ნისლები მოფარფატებს მთას აყრილი.
აცახცახებს არყის ხეებს, დუმს ტუია
ნიავივით ახამხამებს ფართო თვალებს,
გაიქროლებს ფუტკარივით ყრუდ ზუიან
და ლანდები ჩიტებივით დაფართქალებს.
ხორხოცობენ, გუშაგივით ტეხენ ღამეს
მათ გუგეებს მთიდან ნისლი შერევია,
კბილებს ღრეჭენ და არგვეთის ფრენენ თავზე
ღამურები თითქოს სპილოს ეშვებს ხრიან.
გმინავს ცხამი, ბახიოთი და შარულა
ტალღებს მკერდზე ასკინკილით ათამაშებს,
უწვიმია და არგვეთიც დანამულა
ლეგა ღრუბელებს ჰგონებიათ მომთაბარე.
დაკოკრილან ფორთოხლებიც, მაგრამ მძიმედ
დაწვიმულან და სიმორცხვით თავებს ხრიან,
ალბათ ღრუბლებს ჰგონებიათ ადამის ძე
ცოდვის შვილნი ქვეყანაზე გაჩენილან.
ლანდი მთვარის ლერწამივით მიბაჯბაჯებს
იატაკქვეშ გოდებაა აჩრდილების,
სველ მანდილით დაუფარავს წვიმას ღამე
გოდებაა, მთებიც სთვლემენ გარინდებით.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი