მეტეხის ხიდზე გადარბის მტკვარი
შეიფრთხიალეს ფრინველთ გუნდებმა წივილ-კივილით აიკლეს ზეცა, წყენა რომელიც უკან ბრუნდება ახლა ღიმილში შეცვლილად ხედავ. ახლაც პატარა დიდებში დიდობ გისხივოსნდება ღიმილის პწკარი ჩვეულ ფერებად და სულიც ისე ამაღლდა თითქოს მოგეჩვენება მეტეხის ხიდზე გადარბის მტკვარი. და რა იქნება ამ დღის შემდეგაც თუ ოცნებებში რაშით პაექრობ, გზები უღრანი გაიქელება სიცოცხლის წვაში გინდა ჩაეფლო. და ხედავ, ხედავ როგორ იზრდება გისხივოსნდება ღიმილის პწკარი და გეჩვენება გასაკვირველად მეტეხის ხიდზე გადარბის მტკვარი. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი