უფოთლოდ შრიალი ყვავილთა


უფოთლოდ შრიალი ყვავილთა
ბობაქარი პატარა ღელე,
ქარბუქი ნიავებს გაშლის და
აფრთხობს ტყედ ქორბუდა ირმებს.
გაქოჩრილი მთის ყინვარები
ცერზე შემდგარი ხოხობივით,
იებს აჭარბებს სიმრავლეთი
მერანო შენი გზა საით მიდის?!
ცაში ვარსკვლავთა აფეთქება
მჭახე სერენადები ღამის,
ახშობს გრიგალთა აღელვებას
მუხის ტოტზე შემშრალი ნამი.
მთვარე კი თევზივით ფარფატებს
დნება როგორც პირველი თოვლი,
ილევა, მთავრდება, ფეთქდება
ცა, ფრთები იკეცება ყორნის.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი