წვიმდა მაგრამ არა წვიმდა


წვიმდა მაგრამ არა წვიმდა
ქარი ველზე ნაღმებს თხრიდა,
მოაქროლებს ქარი მთიდან
მზის ნამტვრევებს იფერთხს მხრიდან.
მზე მოტყდა და მერე იმ მთას
ვით ალუბალს დაეკონა,
მთა რაღაცამ შეაშინა
მზეს იბერტყდა საყელოდან.
მთა მოჩანდა გაღმა ზღვიდან
საახალწლო, ვით ნაძვის ხე,
ქარი მზის ნამტვრევებს გვიდა
ფოთლებივით ძნად აკინძეს.
წვიმდა მაგრამ არა წვიმდა
იმშრალებდა ჭალა თავშალს,
ხოხობი ჭალაში იჯდა
ვით საბანი ისე გაშრა.
სამხრეთის ცა ღრუბელს შლიდა
და ვით ლეჩაქს ქარი ხევდა,
ათენებდა ღამეს შინდთან
მზე მღეროდა მერე ერთხანს.
მზე ჰყვებოდა ძველ არაკებს
მთაზე ფიფქად დანათრთვილი
და შორი ცა ვით კაბარე
ზეიმს შლიდა ფარდაგივით.
წვიმდა მაგრამ არა წვიმდა
მზე აშრობდა წვიმის წვეთებს
შორეული სამხრეთიდან
ღრუბელი ჰგავს დამდნარ ღელეს,
წვიმდა მაგრამ არა წვიმდა.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი