ერთი თვალჭრელა, მალხაზი


ერთი თვალჭრელა, მალხაზი
ნუკრი წყაროს პირას იდგა
მინდორს ყვავილების საბანში
მკლავში მოექცია მიწა.
ღრუბელს ჩამოჰქონდა სევდა
ნუკრის ობლადშობილ გულში,
ალბათ იგონებდა დედას
ტყვია რომ მოარტყეს გუშინ.
გულში დანთებული ცეცხლი
თითქოს ვულკანივით ქუხდა,
უწინ უცინოდა ბედი
ახლა მოგონება სუსხავს.
ერთი თვალჭრელა, მალხაზი
ნუკრი იგონებდა დედას
გულში მორაკრაკე წვეთ - წვეთად
ღრუბლებს ჩაუწვეთავს სევდა.
2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი