მე ჩემი წილი ზეცა მახურავს
მე ჩემი წილი ზეცა მახურავს და ავაჟღერე მადრიგალები ცეცხლი ვაკვესე, სიმღერა მკურნავს ოდესღაც თქმული პაპანაქებით. არ დამიშლია ზღვარი მიჯნისა გულიდან ვგრძნობდი „ავემარიებს“ ჩემი მოთმენა ზეცამ იხილა და ისიც იცის რას დავაპირებ. გული მტკიცე მაქვს კვლავ ტროასავით თუმც მექიშპება „აქილევსები“ ჭკვა-ხერხს მომიძღვნის კვლავ ოტარიდი და მტერს დაფარავს შავი ქვესკნელი. არეს! მომეცი ბრძოლაში მხარი შენ ომის ღმერთო, გულის საგმირო გამომიწოდე მახვილი შენი, ამურო - ჩემთვის წმინდა გრაგნილო კვლავ შთამინერგე გულს სიყვარული მე ჩემი წილი ზეცა დამხურე გაამზიანე გული დახრული მღერა ამოხდეს დამწვარ საგულეს. 2020
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი