ჩემი სული კი მშვიდია ისე


ჩემი სული კი მშვიდია ისე,
როგორც უდაბნოს ქვიშა
დაშორებული ათასთა თვალებს
წარმავლობის წამს თიშავს.
ენაჭარტალა ბედუინები
ირეკლებიან როცა
ეძებენ ფერად ლიანებს
და წელმოცელვით ხოცავს.
პირველყოფილი ადამიანი
ცდილობს გაექცეს ჭაობს
და ჩემი სული ამაღლებული
ისევ უფალთან დაობს.
ჩემი სული კი მშვიდია ისე
როგორც უდაბნოს ქვიშა
ვეპაექრები ახალ კანონებს―
რაც სულს ფსკერამდე ძირავს.
და ჩემი სული მშვიდია ისევ
ყოველ ავ გრძნობას ახშობს
ყოველ ავ თვალთა დაფეთებისას
ღმერთის კარია ახლო.
2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი