გული ფათქუნებს მიტოვებულ სასაფლაოსავით
გული ფათქუნებს მიტოვებულ სასაფლაოსავით ყორედ იშლება ჩემი სხეული, იღება ფანჯარა საიდანაც უამრავი შავი ფრინველი გამოდის და ბოლთას ცემენ ჩემი ცის ზემოთ. შემდგარ ცერებზე მყოფს ლოდი მაწვება თავზე, ასე ძნელია აუტანლობა, და გისოსები გროვდებიან ჩემს ირგვლივ თითქოს ზღვამ გამორიყა ბნელ უფსკრულიდან. ეჭიდებიან სხეულს რკინები და ეჭიდება სიკვდილს სიცოცხლე, სითბოს სიცივე, ყურადღებას უყურადღებობა, პატივისცემას ანგარება, ასე იქმნება ეს ქვეყანა ასე ყალიბდება საზოგადოება და ჭიდილში ილევა სიცოცხლე. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი