გაძარცული ვენახებიდან
გაძარცული ვენახებიდან ჩემი სიბერე მიმზერს თხამ რომ შეჭამა შეღამებისას. თითქოს ურემი გადაბრუნდაო თოთო ბავშვივით აკვნესდა გული და ჩამომცვივა ყვითელი ფოთლები თითქოს მე ვესწრებოდე ჩემს შემოდგომა- დასაფლავებას ეული ხე. მოხდა ტრაგედია დავკარგე ყველა ნათესავი ახლა რომ მიმზერენ იმ მტევნებიდან, რომლებსაც ფერი წასვლიათ შემოდგომის ცივ ღამეებში, ჩემი პირმშო და ავლადიდება თხამ მიისაკუთრა. ‒ ვენახი ჩემი სიბერე, ‒ ვენახი ჩემი ნათესავები, ჩემი პირმშო და ავლადიდება. 2019
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი